• Geo
  • Eng
24.02.2012
დინამო vs ბაია – ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურში, დინამო თბილისი ზუგდიდის ბაიას უმასპინძლებს. შეხვედრა 26 თებერვალს დინამო არენაზე 14.00 საათზე დაიწყება. აქამდე დინამო თბილისი ზუგდიდურ კლუბებს ოცდათერთმეტჯერ შეხვედრია. ამ თამაშებიდან თბილისელებმა ოცდაორჯერ იმარჯვეს, ხუთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ოთხჯერ კი გამარჯვება ზუგდიდელებს დარჩათ. ბურთების შეფარდებაც შესაბამისად 77/22 დინამოს სასარგებლოდ. სხადასხვა დროს თბილისელთა წინააღმდეგ იასპარეზეს ოდიშმა, დინამომ, მგლებმა და ბაიამ.

რაც შეეხება დინამოსა და ბაიას დაპირისპირებას, ეს გუნდები სულ ცხრაჯერ შეხვედნენ ერთმანეთს და მტკვრისპირელთა უპირატესობა აქაც უპირობოა. ხუთი მოგება, სამი ფრე და ერთი მარცხი, ხოლო ბურთების შეფარდება 16/5. ეს ერთადერთი მარცხი თბილისელებმა შარშან, პირველი წრის შეხვედრაში განიცადეს. 22 ოქტომბერს, მეათე ტურის შეხვედრაში გულია თუთბერიძის სახელობის სტადიონზე ბაიამ ანგარიშით 2–1 გაიმარჯვა. დიდი ანგარიშით დინამომ ორჯერ იმარჯვა: თბილისში 2010 წლის 9 მაისს, ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამეთოთხმეტე ტურში ანგარიშით 3–0 და ზუგდიდში ოცდამეერთე ჩემპიონატის მეექვსე ტურში, 2009 წლის 19 სექტემბერს, ანგარიშით 6–0. აქვე აღსანიშნავია, რომ თუ არ ჩავთვლით ამ ორ შეხვედრას, ყველა მატჩი უკომპრომისო და დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა.

26 თებერვალს მტკვრისპირელებს ერთადერთი შეხვედრა აქვთ გამართული. 2010 წელს, ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამეორე ტურში თბილისელებმა გასვლაზე ზესტაფონში ადგილობრივი კლუბი, ანგარიშით 1–0 დაამარცხეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024