• Geo
  • Eng
22.02.2012
დინამო 1:0 სიონი – მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამომ ანგარიშით 1–0 დაამარცხა სიონი, ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

გიორგი დევდარიანი: ჩვენთვის ეს თამაში ერთობ რთულად წარიმართა. ჩვენთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით  ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. დღეს მოგვეცა საშუალება, რომ თამაშში გვენახა რამდენიმე ფეხბურთელი, შესაბამისად კოტო და ჩისკო დავასვენეთ. პრობლემა, რომელიც ამ თამაშმა თვალნათლივ გამოაჩინა – დამამთავრებელ ფაზაში საგოლე მომენტების ცუდი რეალიზაციაა.

ხვიჩა ქასრაშვილი: მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. დასანანია ბოლო წუთზე მარცხი, თუმცა ავღნიშნავ, რომ თამაშიდან გამომდინარე შედეგი ლოგიკურია. ჩვენს მდგომარეობაში წარმოუდგენელია რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა. სასიამოვნო იყო ესეთ ძლიერ გუნდთან თამაში და ამ შეხვედრამ უფრო ნათლად დაგვანახა ჩვენი მინუსები, რაზეც განსაკუთრებით მოგვიწევს მუშაობა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024