• Geo
  • Eng
22.02.2012
დინამო 1:0 სიონი

ეროვნული ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურის გადადებული შეხვედრა, რომელიც დინამო არენაზე გაიმართა დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. ჩვენი გუნდის მეტოქე ბოლნისის სიონი იყო, რომელიც სატურნირო ცხრილში უკანასკნელ პოზიციას იკავებს. აღნიშნულ დაპირისპირებაში გოგიტა გოგუამ და ესპანელმა ანდრეუმ ოფიციალურ შეხვედრაში პირველად მოირგეს დინამოს მაისური. აღსანიშნავია მოედანზე ლევან ხმალაძის გამოჩენაც, რომელმაც შეხვედრის პირველი ტაიმი სრულად ითამაშა, იგი მოედანს რვა თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

დინამო 1:0 სიონი

გოლი: 1:0 ირაკლი ძარია 90'

დინამო: ლორია, თომაშვილი, კვეკვესკირი, ტვილდიანი, ხმალაძე (ოდიკაძე 46’), ანდრეუ, ალვარო, ჯიღაური (ძარია 72’), მერებაშვილი, გოგუა, იაგუე (რობერტინიო 48’)
სიონი: ბობღიაშვილი, კობაური,

ოქროპირიძე, ქემოკლიძე, ჩიკვილაძე, კაციტაძე, ჯოჯუა, გველესიანი, ჭანკოტაძე (ხიდეშელი 61), მეტრეველი, უგულავა ( ჩხეტიანი 39’)

გაფრთხილება: ალვარო 58’ მეტრეველი 87’ კვეკვესკირი 89’

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024