• Geo
  • Eng
20.02.2012
ვასილ მაისურაძის სადებიუტო გამარჯვება

დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეოცე ტურის შეხვედრა დინამოელებმა რუსთავში, ადგილობრივი მეტალურგის წინააღმდეგ ჩაატარეს და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით დაამარცხეს. ვასილ მაისურაძის დებიუტი მტავარი მწვრთნელის პოსტზე ფეხბურთელებმა სამი ქულით აღნიშნეს. ფოლადის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში გატანილი გოლებით თავი მუმლაძემ და ზივზივაძემ გამოიჩინეს.

დღევანდელ შეხვედრაში დინამოელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს:

ზარქუა, კაკულია, სანდოხაძე (გურეშიძე), სამხარაძე, მანაგაძე, მუმლაძე (ჯავახიშვილი), ჩაფიძე (ჭეჭელაშვილი), რეხვიაშვილი, ნიკვაშვილი, რუხაძე (პაპუნაშვილი), კაჭარავა (ზივზივაძე)

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის დინამო დუბლების ახალ თავკაცს, ვასილ მაისურაძეს კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

ვასილ მაისურაძე - კარგია რომ დღევანდელ შეხვედრაში გავიმარჯვეთ. ჩვენ ფაქტობრივად დიდ მოედანზე არც გვქონდა ნავარჯიშები და დღევანდელი შეხვედრის წინ უამრავი კითხვისნიშანი იყო. მართალია მოვიგეთ, თუმცა თამაშში ხარვეზები გვქონდა. ყველაფერი სათანადოდ უნდა გავაანალიზოთ და სათანადო მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა. რაც შეეხება ჩემს დებიუტს ფაქტობრივად, მე ეს განცდა არც მქონია. დინამოში წლებია ვარ და ეს გარემო ჩემთვის კარგად არის ნაცნობი. უცხო არც ფეხბურთელები არიან და არც გუნდში მომუშავე პერსონალი. დასასრულს, ჩემს ბიჭებს კიდევ ერთხელ მივულოცავ დღევანდელ გამარჯვებას.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021