• Geo
  • Eng
19.02.2012
მეხუთასე საიუბილეო გამარჯვება

დღეს, საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეოცე ტურის შეხვედრაში დინამომ  მეხუთასე გამარჯვება მოიპოვა. დინამოელებმა საიუბილეო  გამარჯვებას საქართველოს ჩემპიონატებში ჩატარებულ 706 მატჩში მიაღწიეს. აქვე გავიხსენოთ ჩვენი გუნდის საიუბილეო გამარჯვებები:

მე– 100: 1993 წლის 30 სექტემბერს თბილისში, რუსთავის მეტალურგთან ანგარიშით 5–3.

მე– 200: 1997 წლის 31 აგვისტოს თბილისში, მერანთან ანგარიშით 4–0

მე– 300: 2002 წლის 9 აგვისტოს თბილისში, ფოთის კოლხეთთან ანგარიშით 3–0

მე– 400: 2007 წლის 21 აპრილს, თბილისში ლოკომოტივთან ანგარიშით 3–0

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024