• Geo
  • Eng
19.02.2012
ჩისკო – იმედი მაქვს წარმატებულ სვლას განვაგრძობთ

მეტალურგი 0:2 დინამო თბილისის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის ესპანელ ფორვარდს, ჩისკო მუნიოსს, რომელიც 10 გოლით საქართველოს ჩემპიონატის  საუკეთესო ბომბარდირია, ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

ჩისკო – ჩვენი გუნდისთვის სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი თამაში იყო. ახალ მწვრთნელთან ერთად პირველივე შეხვედრის მოგება გვსურდა და გამოგვივიდა კიდეც. კმაყოფილი ვარ, რომ დღევანდელ შეხვედრაში გოლის გატანა მოვახერხე, როგორც მითხრეს, ბომბარდირთა დავაშიც დავწინაურდი და ძალიან გამიხარდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თანაგუნდელებს თავდადებული თამაშისთვის. იმედი მაქვს წარმატებულ სვლას განვაგრძობთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024