• Geo
  • Eng
19.02.2012
გიორგი დევდარიანის მატჩისშემდგომი კომენტარი

გიორგი დევდარიანი: ველოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. ძალიან მიხარია, რომ დებიუტი გამარჯვებით დასრულდა. თვითკმაყოფილებამდე და სრულყოფილებამდე ჯერ ძალიან ბევრი გვიკლია, თუმცა ძალიან გახარებული ვარ პირველი 3 ქულით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთელებს და დინამოს ყველა თანამშრომელს, რომლებმაც მაქსიმუმი გაიღეს გამარჯვებისთვის. თამაშის ხარისხი ცხადია გასაუმჯობესებელია.  ბუნებრივია ამ მოკლე  ხანში ბევრი ვერაფრის გაკეთებას შევძლებდით, მაგრამ ყველა ჩვენთაგანმა მოვახერხეთ  მოტივირება და მივაღწიეთ იმ აუცილებელს, რაც კონკრეტულ თამაშში მოგვეთხოვებოდა. ამ წუთიდან ვიწყებთ მზადებას მომავალი შეხვედრისთვის, ვინაიდან სამუშაო ძალიან ბევრია. იმედია მალე შემოგვიერთდებიან ტრავმირებულებიც, რაც კონკურენციას და ხარისხს გაზრდის. მხარში დგომისთვის, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გლადიატორებს. ვეცდებით გულშემატკივრები კიდევ ბევრჯერ გავახაროთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024