• Geo
  • Eng
26.01.2012
იუბილარი გიორგი ლორია – გუნდის გადარჩენა მეკარის მოვალეობაა

ნორვეგიელებთან მოგებულ შეხვედრაში, ერთ-ერთი გადამწყვეტი ეპიზოდი, დინამოელთა კარში დანიშნული პენალტი იყო. 10 ფეხბურთელით დარჩენილი გუნდისთვის ორბურთიანი ჩამორჩენა პრაქტიკულად დამარცხების ტოლფასი იქნებოდა. მაგრამ როგორც არაერთხელ მომხმდარა, ამ შემთხვევაშიც დინამოელები გაშვებული გოლისგან გიორგი ლორიამ იხსნა.

გიორგი ლორია – კარგი თამაში გამოვიდა. მეტოქე ჩვეულებრივი გუნდი იყო. ჩვენ კარგად ვითამაშეთ. ვაგებდით, მაგრამ ერთსულოვნება იყო გუნდში და გავიმარჯვეთ. რაც შეეხება 11 მეტრიანის ეპიზოდს, ამ და სხვა შემთხვევებში მეკარის მოვალეობაა გუნდის გადარჩენა. მიხარია, რომ მატჩის მსვლელობისას ეს შევძელი. შეკრებაზე ბევრი ახალი ფეხბურთელია და მწვრთნელი ეძებს ძირითად ბირთვს. სხვადასხვა შემადგენლობით გვიწევს თამაში. ჯერ ძიების პროცესში ვართ. მცირე ნაბიჯებით წინ მივიწევთ. იანგ ბოისის სახით მომდევნო შეხვედრაში ძლიერი და მეტოქე გვყავს. ტიტულოვანი და ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია შვეიცარიაში. ასე რომ საინტერესო მატჩის მოლოდინში ვართ.

27 იანვარს გიორგი ლორიას 26 წელი უსრულდება. ვულოცავთ გიორგის დაბადების დღეს. ჯანმრთელობას, წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებთ სპორტულ კარიერაში და ბედნიერებას პირად ცხოვრებაში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024