• Geo
  • Eng
25.01.2012
გამარჯვება ვიკინგებთან

დღეს ესპანურ შეკრებაზე მყოფმა დინამო თბილისმა Football Impact Cup 2012-ის გათამაშებაზე მორიგი შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი ნორვეგიულ სტორმგოდსეტს დაუპირსპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. დინამოელებს 30–ე წუთიდან ათკაციანი შემადგენლობით მოუწიათ თამაში. მიუხედავად იმისა, რომ დინამოელები კაცნაკლულნი თამაშობდნენ და 64–ე წუთზე გაშვებული ბურთის შემდეგ 0–1 მარცხდებოდნენ, თბილისელებმა მაინც მოახერხეს შეხვედრის სათავისოდ შემოტრიალება. 73–ე წუთზე გიორგი ლორიას მოგერიებულმა პენალტმა შეხვედრაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მოედანზე დაბრუნებულმა გიორგი მერებაშვილმა ჯერ მატჩის 77–ე წუთზე მიკელ ალვაროს გაატანინა, შემდეგ კი 81–ე წუთზე თავისივე წამოწყებული შეტევა მეტოქის კარში გატანილი გოლით დაასრულა.

დინამოელები მომდევნო შეხვედრას 28 იანვარს, თბილისის დროით 19:00 საათზე გამართავენ. ჩვენი გუნდის მეტოქე შვეიცარიული იანგ ბოისი იქნება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024