• Geo
  • Eng
24.01.2012
დინამოს მეტოქე – ნორვეგიული სტრომსგოდსეტი

ესპანურ შეკრებაზე მყოფი დინამო თბილისი მარბელაში მიმდინარე Football Impact Cup 2012-ის გათამაშებაზე მორიგ, რიგით მეორე შეხვედრას ნორვეგიულ სოტრომსგოდსეტთან გამართავს. ჩვენი გუნდი ელიტსერიენის ბინადარ კლუბთან შეეცდება ურთიერთობის გარკვევას.

მიმდინარე სეზონში დასახული მიზნები:

დინამოელებისგან მსგავსად, ესპანურ შეკრებაზე მყოფი სკანდინავიელები ახალ სეზონში შთამბეჭდავი სტარტისთვის ემზადებიან. თუმცა თბილისელებისგან გასხვავებით ნორვეგიელები ახალ სეზონს იწყებე. 2011 წელს ნორვეგიის ეროვნული ჩემპიონატში სტრომსგოდსეტმა 30 ჩატარებულ შეხვედრაში 45 ქულას მოუყარა თავი და 18 გუნდიან ჩემპიონატში სეზონი ცხრილის შუაში – მერვე ადგილზე დაასრულა. ახალ სეზონში რონი დეილას შეგირდები უმაღლეს მიზნებს შეეჭიდებიან და ევროთასებზე გამსვლელი საგზურის მოპოვებისთვის იბრძოლებენ.

მწვრთნელი და გუნდი:

რონი დეილა სტრომსგოდსეტს 2008 წლიდან თავკაცობს. დეილას გაწვრთნილმა სკანდინავიურმა კლუბმა 2010 წელს ნორვეგიის თასის გათამაშებაზე იმარჯვა და იქიდან გამომდინარე, რომ ნორვეგიელები საფეხბურთო მოედნებზე ბურთს შემოდგომა–ზამთრის პრინციპით აგორებენ, სტრომსგოდსეტმაც საკუთარი ქვეყნის სახელი 2011/2012 წლების ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოადგინა. ნორვეგიის თასის მფლობელები ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მადრიდის ატლეტიკოს დაუპირისპირდნენ და ორი მატჩის ჯამში 1:4 დამარცხდნენ (1:2, 0:2)

სუსტი და ძლიერი მხარეები:

ნორვეგიული გუნდის სუსტ წერტილს დაცვის ცენტრი წარმოადგენს. სტრომსგოდსეტმა 30 ჩატარებულ შეხვედრაში 43 ბურთი გაუშვა. სამ შეხვედრაში ოთხი და მეტი გოლი მიიღო საკუთარ კარში. დეილას შეგირდები ორჯერ 1:5 დამარცხდნენ სტარტთან და ჰაუგესუნდთან, ერთხელ კი ლილესტრომთან 2:4 წააგეს. სტორმსგოდსეტის საუკეთესო ფორვარდი, მარკუს პედერსენი მიმდინარე სეზონში გურამ კაშიას თანაგუნდელი გახდა და არნემის ვიტესის მაისური მოირგო. მან სკანდინავიური კლუბის მაისურით უკანასკნელ სეზონში  7 გოლი გაიტანა. ჩვენი მომავალი მეტოქის ძლიერ მხარეს შედეგიანი თავდასხმა წარმოადგენს. სტრომსგოდსეტის ერთ–ერთი საუკეთესო და გამორჩეული ფეხბურთელი ისლანდიელ გარდარ იოჰანსონი არის, რომელსაც ორ–ორჯერ აქვს მოგებული ნორვეგიის თასი და ისლანდიის პირველი ლიგა. ერთხელ კი ისლანდიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ისტორია და დღევანდელობა:

1907 წლის 10 თებერვალს დაარსეებული სპორტული კლუბი სტრომსგოდსეტი ნორვეგიაში ერთ–ერთ ყველაზე უძველესი გუნდი არის. ჩვენი მომავალი მეტოქის ოქროს ხანა 60–ან / 70–იან წლებთან არის დაკავშირებული. სტრომსგოდესტმა პირველი ტიტული დაარსებიდან 63 წლის თავზე მოიპოვა, როდესაც ნორვეგიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ამავე პერიოდში ნორვეგიის თასის მოგებაც მოახერხა (1969, 1970, 1973) უკანასკნელი ტიტული კი 2010 წელს მოიგო.

მეტოქე და ჩვენ:

დინამო ნორვეგიულ სტრომსგოდსეტს Football Impact Cup 2012 –ის ფარგლებში პირველად დაუპირისპირდება. აქამდე ჩვენი გუნდი ელიტსერიენის ერთ–ერთ უძველეს გუნდს არც ოფიციალურ და არც ამხანაგურ შეხვედრაში არ გაჯიბრებია. თუმცა ჩვენს გუნდს სკანდინავიურ კლუბებთან თამაშის გამოცდილება ნამდვილად აქვს. უკანასკნელ წლებში დინამომ ევროთასებზე შვედური გეფლე და ისლანდიური რეიკიავიკი დაამარცხა.

სტრომსგოდსეტის სავარაუდო შემადგენლობა:

კვარასეი – ანდერსონი, მადსენი, აასი, ნუჰუ – კამარა, სტორფლორი, კონრადსენი, ვილსვიკი – კეიტა, იოჰანსენი

დასასრულს შეგახსენებთ, რომ სტრომსგოდსეტისა და დინამოს დაპირისპირება თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება და შეხვედრის ტექსტური LIVE-ს ხილვა ტრადიციულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024