• Geo
  • Eng
23.01.2012
მაისურაძის შეგირდებმა გამარჯვებით დაიწყეს

ბელორუსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა. ვასილ მაისურაძის შეგირდებმა, რომელიც ამავდროულად დინამო თბილისის აკადემიაშიც მუშაობს, მასპინძლებს 4:3 სძლიეს. ტურნირის პირველ სათამაშო დღეს ჩვენი ქვეყნის ღირსებას თანატოლ ფეხბურთელებთან ერთად, ექვსი დინამოელი მოთამაშეც იცავდა: ოთარ კაკაბაძემ, გიგა სამხარაძემ, ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა, თორნიკე მაჭავარიანმა, გიორგი პაპუნაშვილმა და ივანე წილოსანმა მოზარდ ჯვაროსანთა გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.

ვასილ მაისურაძის გუნდი მომდევნო მატჩს დღეს, 23 იანვარს – ბელგიის წინააღმდეგ ჩაატარებს, რომლებმაც ლატვიის ნაკრებს 4:0 სძლიეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024