• Geo
  • Eng
18.01.2012
ძარიას პირველი გოლი დინამოს მაისურით

ესპანურ შეკრებაზე მყოფმა დინამომ მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა და 5:3 იმარჯვა. ჩვენი გუნდი ესპანურ ტერასას დაუპირისპირდა, რომელიც ტერსერა დივიზიონის მეხუთე ზონას დამაჯერებლად ლიდერობს. დღევანდელ შეხვედრაში მეორე, ხოლო დინამოს მაისურით პირველი გოლის ავტორს, ირაკლი ძარიას გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მცირედი კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ
ირაკლი ძარია – ნაყოფიერ შეკრებას გავდივართ, კარგი სპარინგები ვითამაშეთ, რომელშიც გამოჩნდება გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები. ახალ გუნდთან ადაპტაცია არ გამჭირვებია, ვინაიდან ბევრ ჩემს თანაგუნდელს ადრეც ვიცნობდი, თუმცა ჯერ კიდევ მჭირდება დრო შესაგუებლად. გახარებული ვარ, რომ დინამოს მაისურით პირველი გოლის გატანა შევძელი. შევეცდები ბევრჯერ გამოვიჩინო თავი და დინამოს გულშემატკივრები გავახარო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024