• Geo
  • Eng
18.01.2012
ოდიკაძე და რეხვიაშვილი ესპანურ შეკრებაზე

ბარსელონაში ჩატარებული მეორე ტესტ-მატჩის შემდეგ, რამდენიმე დინამოელი, კორნელია ელ პრატზე ესპანეთის თასის პირველ  მეოთხედფინალურ  შეხვედრას დაესწრო. ესპანილომა, სეგუნდა-ბ-ს ერთ-ერთი ზონის ლიდერს მირანდესს უმასპინძლა. უკომპრომისო, დრამატული მატჩი, ესპანიოლმა ბოლო 5 წუთში გატანილი სამი ბურთის წყალობით 3:2 მოიგო.

დავით ოდიკაძე – ბევრ სტადიონზე ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი ნამდვილი საფეხბურთო გარემო და გულშემატკივრობა იშვიათად.  ახალი სტადიონი, ტრიბუნების ისეთი მხარდაჭერა, ფეხბურთელის კიდევ უფრო გინდება თამაში. თამაშიც საინტერესო და დრამატული სცენარით წარიმართა და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. აი კამპ ნოუს რაც შეეხება, მუზეუმია, ყველა სტადიონს იმით სჯობს, რომ იქ ბარსა თამაშობს.  ჩვენს ბოლო სპარინგ მატჩში, მეტოქის რიგებში ის ფეხბურთელები თამაშობდნენ, რომელთაც მალე ესპანიოლის უპირველესი გუნდის ღირსების დაცვა მოუწევთ და აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე სასარგებლო თამაში იყო ჩვენთვის. ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი ასეთი მატჩები გვექნება მით უკეთესი. ძალიან სასიამოვნოა, რომ მოვიგეთ.  გუნდშიც ის ახალი ფეხბურთელები მოდიან, ვინც გვჭირდებოდა და დინამოს გააძლიერებს.
გიორგი რეხვიაშვილი - ძალიან კარგ თამაშზე მოგვიწია დასწრება. 0:2-ზე ბოლო 5 წუთში ესპანიოლმა 3 გოლი გაიატანა. რა თამაშიც მესამე ლიგის გუნდმა ითამაშა, ჩვენი უმაღლესი ლიგისთვისაც, ალბათ სანატრელია. სამაგალითო ქომაგობა იყო, მართლაც მე-12 ფეხბურთელივით იყვნენ. Kკამპ ნოუზე თეატრივით უკრავდნენ ტაშს, მაგრამ იქაურობას სხვა გემო ჰქონდა. სამწუხაროდ გუნდთან ერთად ვარჯიშს ვერ ვახერხებ, მარჯვენა ფეხის მომზიდველი კუნთი მქონდა სრულად გაგლეჯილი და ახლა სარეაბილიტაციო კურსს გავდივარ. ვიმედოვნებ, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშსაც მალე დავიწყებ. მაყურებლის როლში ვიყავი ტესტ მატჩების დროს და ძალიან კმაყოფილი დავრჩი ჩვენი გუნდის თამაშით. შეკრებაზე ყველაფერი ხუთიანზეა, ახალწვეულებიც დიდ სარგებლობას მოგვიტანენ და ვფიქრობ, დინამო მალე შეძლებს ხარისხიანი და შედეგიანი თამაშის ჩვენებას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024