• Geo
  • Eng
15.01.2012
დინამოს გურული შეუერთდა

ესპანურ შეკრებაზე დინამოს, ბარსელონაში, გუშინ ღამით 26 წლის ქართველი ფეხბურთელი, ნახევარმცველი, სანდრო გურული შეუერთდა. ცნობილი  ქართველი ფორვარდის, დინამოს ვეტერანის- გია გურულის ვაჟი, ადრე ბულონში და ლიონის ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა, უკანასკნელ პერიოდში კი უკრაინულ ლვოვის კარპატში  თამაშობდა. სანდროს სხვადასხვა დროს საქართველოს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. გურული მატჩში მეორე ნახევარში ჩაერთო და ჩვენი გუნდის შეტევის მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა.
სანდრო გურული -  ძალიან მინდა დინამოში დარჩენა. მამა აქ თამაშობდა, ბაბუა ოცნებობდა, რომ დინამოში მეთამაშა. დინამო ძალიან კარგი გუნდია, რაც დღესაც გამოჩნდა. ძლიერი მეტოქე გვყავდა, რომელიც უკვე კარგა ხანია ბარსელონაში ემზადება, მაგარამ მაინც მოვუგეთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024