• Geo
  • Eng
15.01.2012
2012 წელი – პირველი მატჩი, პირველი გამარჯვება

დინამოელებმა ესპანურ შეკრებაზე პირველი სპარინგი გამართეს და პირველი გამარჯვებაც მოიპოვეს. შეხვედრა ალჟირისა და აფრიკის კონტინენტის ერთ–ერთ საუკეთესო კლუბთან, კაბილიესთან, სან კუგატის სპორტული ცენტრის მოედანზე გაიმართა. დინამოელები პრაქტიკულად მთელი მატჩის მანძილზე ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას. შეხვედრის 79–ე წუთზე მიკელ ალვაროს ზუსტად შესრულებული ჯარიმის შედეგად ჩვენმა გუნდმა 1–0 მოიგო. შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი სამშაბათს, ესპანიოლის წინააღმდეგ გამართავს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024