• Geo
  • Eng
15.01.2012
2012 წლის პირველი შეხვედრა ალჟირის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან

დინამოელები ბარსელონაში 3 შეხვედრას გამართავენ. ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე ალჟირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი კაბილია იქნება. გუნდი ქვეყნის 14-გზის ჩემპიონი და 5-გზის თასის მფლობელია. კაბილია აფრიკის კონტინენტზეც გამორჩეული გუნდია. მას კონტინენტის სამივე პრესტიჟული საკლუბო თასი აქვს მოპოვებული - ჩემპიონთა თასი, თასების თასი და აფრიკის კონფედერაციის თასი. 2012 წლის პირველ მატჩს დინამოელები 15 იანვარს გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 15.00 საათზე გაიმართება.

კატალონიაში ჩვენი გუნდის მომდევნო მეტოქეები კი ესპანიოლი და ტერასა იქნებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024