• Geo
  • Eng
13.01.2012
კიდევ ერთი ახალწვეული – ანდრეუ

დღეს ჩვენს გუნდს კიდევ ერთი ახალწვეული შეუერთდა. ანდრეუ გერაუ მაიორალი – 28 წლის ესპანელი ნახევარმცველი, რომელმაც დღეს, ბარსელონაში შეკრებაზე მყოფ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. ანდრეუ ბარსელონას სკოლის აღზრდილია და სხვადასხვა წლებში ხუთი კლუბის ღირსებას იცავდა: 2003–05 ბარსელონა ბ, 2005–06 მალაგა ბ, 2006–10 ხიხონის სპორტინგი, 2010–11 ვარშავის პოლონია, 2011– ში ასპარეზობდა ზელანდიურ ოკლენდში და მის შემადგენლობაში საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024