• Geo
  • Eng
10.01.2012
დინამო ესპანურ შეკრებაზე

დინამო თბილისი საწვრთნელ შეკრებას ესპანეთში გაივლის. დინამოელები 13 იანვარს დილით გაემგზავრებიან ბარსელონაში, სადაც გუნდი 23 იანვრამდე დაჰყოფს. ბარსელონაში ჩვენი გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. სავარაუდოდ, ჩვენი მეტოქეები იქნებიან პრიმერა დივიზიონის ესპანიოლი და სეგუნდა ბ-ს ტერასა.                                          
გუნდი 23 იანვარს, ბარსელონიდან გეზს მარბელასკენ აიღებს, სადაც IMPACT CUP-ის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. დინამოს პირველი მეტოქე პოლონური კრაკოვია იქნება. ჩვენი გუნდი მარბელაში კიდევ ორ შეხვედრას გამართავს. ტურნირის სპეციფიკიდან გამომდინარე მეტოქეების ვინაობა შეჯიბრის მსვლელობისას გახდება ცნობილი. დინამოელებთან ერთად შეჯიბრში მონაწილეობას პოლონური კრაკოვია, კიევის დინამო, ავსტრიის მატერსბურგი, შვეიცარიის იანგ ბოიზი, უნგრეთის ვიდეოტონი, ლიტვის ეკრანასი და ნორვეგიის სტრომსგოდსეტი მიიღებენ.
დინამოელები თბილისში 3 თებერვალს დაბრუნდებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024