• Geo
  • Eng
08.01.2012
2011 წელი დინამო არენაზე

2011 წელს დინამო თბილისმა მასპინძლის სტატუსით 14 მატჩი ჩაატარა. ჩვენმა გუნდმა დინამო არენაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ხუთი მატჩი მშობლიურ კედლებს მიღმა გამართა. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ნათამაშები ცხრავე მატჩში დინამომ წაუგებლად იასპარეზა. 7 მოგება და 2 ფრე – ასეთია ალექს გარსიას შეგირდთა საშინაო სტატისტიკა. 2011/2012 წლების სეზონის პირველი ნახევარში დინამომ მშობლიურ არენაზე მეტოქეთა კარში 19 გოლის გატანა მოახერხა, საპასუხოდ კი მხოლოდ 4 ბურთი მიიღო. მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი მატჩი დინამო არენაზე გიორგი ლორიას აქვს ჩატარებული, მან ცხრავე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მეტი გოლი კი დინამოს ესპანელ ლეგიონერს, ფრანჩესკო მუნიოსს აქვს გატანილი, ჩისკომ მეტოქეთა კარი ხუთჯერ აიღო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024