• Geo
  • Eng
28.12.2011
დინამოს პრეზიდენტის – ბატონ რომან ფიფიას საახალწლო მილოცვა

დინამოს ფეხბურთელებს, ვეტერანებს, ყველა თაობის დინამოელს, ჩვენი კლუბის აკადემიის პატარებს, დინამოს მწვრთნელებსა და მომსახურე პერსონალს, დინამოს საწვრთნელი ბაზის და დინამო არენის ყველა თანამშრომელს, ჩვენი საყვარელი გუნდის ფანებს, სხვადასხვა თაობის ერთგულ ქომაგს, მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ.                                                               
ჩვენ ყველას დინამო გვაერთიანებს. დინამოს თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა და უკავია.                         
დინამოს სათავეში მოსვლის პირველივე დღიდან ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას და პატივს.                                      
მწამს, რომ ჩვენი გუნდი მალე დაიბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო სარბიელზე.           
ჩვენი მომავალი საერთო წარმატებების საწინდრად, სხვადასხვა მიმართუელებით მყარი საფუძვლის ჩაყრა მიმდინარეობს. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ხდება კლუბის სრული მოდერნიზაცია. დინამოს უკვე საუკეთესო საწვრთნელი ბაზა აქვს, საფეხბურთო აკადემიის პატარებს მალე ყველა პირობა ექნებათ ზრდისთვის და საუკეთესო თვისებების გამოსავლენად, დინამო არენაზე მოსული გულშემატკივარი კომფორტულად იგრძნობს თავს და მრავალი სხვა.                                           
დინამოში აღმშენებლობის პროცესი დაიწყო, რომელსაც ვერაფერი შეაფერხებს.                                                           

საჭიროა დრო, ნდობა, მხარდაჭერა და ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას.                                  
კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და გისურვოთ, რომ 2012 წელი დიდი წარმატებების და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის!

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024