• Geo
  • Eng
12.12.2011
დუბლების მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება

ავაზას ხელოვნურსაფარიან მოედანზე დინამო თბილისის დუბლშემადგენლობამ გათამაშების მორიგი კალენდარული შეხვედრა გამართა. გიორგი დევდარიანის შეგირდები ფოთის კოლხეთს დაუპირისპირდნენ და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს 4:0. დღევანდელი შეხვედრა დინამოელებმა შემდეგი შემადგენლობით  ჩაატარეს:

დინამო–2: ზარქუა, ტვილდიანი, დოლიძე, სანდოხაძე (ხიზანეიშვილი 68’), კაკულია, პაპავა, პარუნაშვილ (მუმლაძე 68’), რეხვიაშვილი, პაპუნაშვილი (ჯიშკარიანი 62’), ჩაფიძე (გაბაშვილი48’), კაჭარავა (ზივზივაძე 68)

დინამო–2   4–0   კოლხეთი–2

გოლები: 1–0 ჩაფიძე 29’ 2–0 პარუნაშვილი (პენ.) 47’ 3–0 პაპავა 69’ 4–0 გაბაშვილი 76’

დინამოელებს თექვსმეტი ჩატარებულ შეხვედრის შემდეგ 38 ქულა დაუგროვდათ. გიორგი დევდარიანის შეგირდები გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობენ და უახლოეს მდევარს, ზესტაფონს 7 ქულით ასწრებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024