• Geo
  • Eng
07.12.2011
რობერტინიო – იმედიანად ვარ

ჩვენი ოფიციალური ვებ გვერდისთვის კომენტარი ვთხოვეთ დინამოს ბრაზილიელ ლეგიონერს– რობერტო სოარეშ ანგინეტის– იგივე რობერტინიოს.

რობერტინიო: წლის ბოლოსკენ გუნდმა აშკარად გამოასწორა თამაშის ხარისხი, უფრო შედეგიან და მიმზიდველ ფეხბურთს ვთამაშობთ. ბოლო ორმა შეხვედრამ ყველას დაანახა, რომ დინამოს გაცილებით მეტი შეუძლია. უკვე წლის ბოლოა, მაგრამ ძალიან მონდომებულები და მობილიზებულები ვართ. დარჩენილ თამაშებშიც შევეცდებით, რომ ქულათა მაქსიმუმი ავიღოთ და პირველი ადგილი შევინარჩუნოთ. ჩემს ასპარეზობას რაც შეეხება, იმედს დავიტოვებ, რომ უახლოვეს შეხვედრაში მომიწევს გუნდის დახმარება. მატჩისთვის მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ კოლხეთთან დინამო თავის მეხუთასე შეხვედრას მოიგებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024