• Geo
  • Eng
05.12.2011
კოშკაძეს დაბადების დღე თანაგუნდელებმა გამარჯვებით მიულოცეს

ჩვენი გუნდის კაპიტანს ალექსანდრე კოშკაძეს გუშინ 30 წელი შეუსრულდა და თანაგუნდელებმაც დაბადების დღე დამსახურებელი გამარჯვებით მიულოცეს. ჩვენს კაპიტანს, უპირველეს ყოვლისა გამოჯანმრთელებას, მოედანზე სწრაფ დაბრუნებას და დიდ წარმატებებს ვუსურვებთ.

ალექსანდრე კოშკაძე: ბოლო ორი შეხვედრაა გუნდს აშკარად დაეტყო პროგრესი და უკეთესად ათამაშდა. მინდა ასევე ავღნიშნო ჯიღაურის გოლი, რომელიც მას მეტად შემატებს თავდაჯერებულობას. მთლიანად გუნდი კარგად გამოიყურება და დარწმუნებული ვარ პროგრესი და წინსვლა გაგრძელდება. დინამო არენაზე ასპარეზობას სულ სხვა ხიბლი აქვს და დარწმუნებული ვარ ყველა საშინაო თამაში რომ მანდ გაგვემართა– ქულას არ დავკარგავდით. სასიამოვნოა, რომ დავიბრუნეთ პირველი ადგილი და იმედია ჩემპიონატსაც პირველზე დავასრულებთ. რაც შეეხება ჩემს ასპარეზობას, სავარაუდოდ ამ კვირაში სრული დატვირთვით დავიწყებ ვარჯიშს  და შესაბამისად თამაშიც შემეძლება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024