• Geo
  • Eng
03.12.2011
სოსო გრიშიკაშვილმა რიგაში ოპერაცია გაიკეთა

დინამოს მეკარემ- სოსო გრიშიკაშვილმა რიგაში ოპერაცია გაიკეთა. სოსოს მხრის სასახრე ჩანთა და მხრის სახსრის ერთ-ერთი კუნთი ჰქონდა დაზიანებული. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. გრიშიკაშვილი ათდღიან სარეაბილიტაციო კურსს ლატვიაში გაივლის.
სოსო გრიშიკაშვილი: უფრო ჰოკეისტებისთვის დამახასიათებელი ტრავმა მაწუხებდა და ოპერაციის რიგაში გაკეთებაც ამან განაპირობა. ჯერ კიდევ ტკივილები მაწუხებს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მალე გამოვჯანმრთელდები და საყვარელი საქმის გაგრძელებასაც მალე შევძლებ. ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყურადღებისთვის, აქაც რიგაში და საქართველოშიც.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024