დინამომ შეკრება კარპატთან ნათამაშები ფრით დაასრულა. სპარინგში ორივე გუნდმა სამ-სამი გოლი გაიტანა. დინამოს მხრიდან გიორგი ქვილითაია ორჯერ გამოირჩა, ერთი გოლი კი საბა ლობჟანიძის ანგარიშზეა. თბილისელებმა დაასრულეს მეორე წრისთვის მზადება და რამდენიმე საათში სამშობლოსკენ აიღებენ გეზს. 19 თებერვალს დინამო მე- 16 ტურის შეხვედრაში თერჯოლის საპოვნელას დაუპირისპირდება. დინამო TV დღევანდელი სპარინგის ვიდეო სიუჟეტს გთავაზობთ.