• Geo
  • Eng
29.11.2011
გიორგი ლორია – ვეცდებით წარმატებული სერია განვაგრძოთ

ზესტაფონთან გადადებული შეხვედრის გამო, ჩვენი გუნდის გოლკიპერს, გიორგი ლორიას თავისი მეასე შეხვედრის გამართვა დინამოს მშობლიურ სტადიონზე, დინამო არენაზე მოუწევს. დღევანდელ დღემდე გიორგი ლორიამ დინამოს მაისურით 99 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 53 მატჩში საკუთარი კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

გიორგი ლორია – გორის დილამ დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან გამოგვაგდო, მართალია არ წაგვიგია მათთან შეხვედრა, თუმცა ორი მატჩის ჯამში გათამაშების მიღმა დავრჩით. წინ განსაკუთრებული თამაში გველოდება. განახლებულ დინამო არენაზე პირველივე თამაში მოვიგეთ და ვეცდებით წარმატებული სერია განვაგრძოთ. სასიამოვნოა, როდესაც კარგ მინდორზე გვიწევს თამაში და ხალხიც თუ მოვა კარგი იქნება, სტადიონზე მოსულ გულშემატკივართ ლამაზ თამაშს ვუჩვენებთ. სასიამოვნო არის, როდესაც საკუთარ გუნდთან ერთად მეასე შეხვედრის ჩატარება გიწევს. დიდი სურვილი მაქვს დინამოს ჩემი კარგი თამაშით წარმატების მიღწევაში კვლავ დავეხმარო. ვიმედოვნებ ღვთისწყალობით სტაბილურად თამაშს განვაგრძობ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024