• Geo
  • Eng
21.11.2011
დინამო VS ტორპედო – დუბლებიც 2:0

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა, რომელიც დინამო თბილისსა და ტორპედო ქუთაისს შორის გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ავაზას ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართულ მატჩში გიორგი დევდარიანის შეგირდებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს და უახლოეს მდევართან უპირატესობა ოთხი ქულით გაზარდეს.

დინამო–2 2:0 ტორპედო–2

გოლები: 1–0 პაპუნაშვილი 65’ 2–0 გაბაშვილი 80’

 

დინამო: ნადირაძე, გველესიანი, სანდოხაძე, ტვილდიანი, კაკულია, პაპავა, პარუნაშვილი, რეხვიაშვილი ( პაპუნაშვილი 61’ ), ფოცხვერია, ზივზივაძე ( ჩაფიძე 54’ ), გაბაშვილი ( კაჭარავა 85’ )

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020