• Geo
  • Eng
20.11.2011
ჯაბა ჯიღაური - ღირსეულ გამარჯვებას მივაღწიეთ

დინამო არენაზე გამართული დინამო 2-0 ტორპედოს დასრულების შემდეგ, ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის, ჯაბა ჯიღაურს მცირედი კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

ჯაბა ჯიღაური - კარგი თამაში იყო. მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში დავჯაბნეთ და ღირსეულ გამარჯვებას მივაღწიეთ. პირველი ნახევრის შემდეგ სრულ სათამაშო უპირატესობას დავეუფლეთ. დინამო არენაზე დაგებული ახალი საფარი ჩვენი გამარჯვების საწინდარი გახდა. სასიამოვნოა, როდესაც თამაშობ და ბურთი აქეთ-იქეთ არ მიგორავს, მსგავსი ტიპის მინდვრის საფარი ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას გვაძლევს, რაც ესოდენ სასიამოვნო ფაქტი გახლავთ.  აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სტადიონზე მოსულმა გულშემატკივრებმა ისეთ ატმოსფერო შექმნეს, მეგონა დინამო ეროვნული ჩემპიონატის კი არა, არამედ ევროთასების შეხვედრას ატარებდა. წინ ზესტაფონთან საკმაოდ რთული მატჩი გველის, ჩვენი მიზანი 2011 წლის მოგებებით ჩამთავრება არის.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024