• Geo
  • Eng
20.11.2011
დინამო 2:0 ტორპედო - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე გამართული ქართული კლასიკოს შემდეგ, შეხვედრის მონაწილე გუნდთა მთავარი მწვრთნელები ჟურნალისტთა წინაშე წარსდგნენ.

გია გეგუჩაძე - დინამომ დამსახურებულად გაიმარჯვა, მეტოქეს მომენტები რომ გამოეყენებინა შეიძლებოდა დღევანდელი მატჩი დიდი ანგარიშითაც დასრულებულიყო. მივულოცავ მეტოქეს ამ გამარჯვებას. რაც შეეხება ჩვენს თამაშს ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ. დისკვალიფიკაციის გამო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები მოვისაკლისეთ - თუმცა, ეს დღევანდელ შედეგს არ ამართლებს. ამ მატჩმა ძალიან ბევრი რამ დაგვანახა და ჩვენ ყოველდღიურ მუშაობას განვაგრძობთ, იმისათვის, რათა ტორპედომ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს.

ალექს გარსია - პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგას მოლოცვისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ თამაშის მოგება, ეს იყო კლასიკო და მეორეც წაუგებელი სერიის მქონე გუნდს ვძლიეთ. პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად ვითამაშეთ პირველმა გატანილმა გოლმა საჩვენოდ შეცვალა სიტუაცია, შეხვედრა ჩვენი კარნახით წარიმართა და ტაბლოზეც საფინალო ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ აენთო. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი თამაშითაც და შედეგითაც კმაყოფილნი ვართ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024