• Geo
  • Eng
18.11.2011
სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ !

კვირას, 20 ნოემბერს, 18 საათზე საქართველოს ჩემპიონატის მე-14 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს. მატჩის გაშუქების მსურველ მას-მედიის წარმომადგენლებს ვთხოვთ, პრეს-ლოჟაში ასასვლელად დასავლეთი ტრიბუნის პირველი იარუსის მე-4 სექტორის ასასვლელით ისარგებლონ. გაცნობებთ ასევე, რომ მომავალ მატჩზე დამსწრე ტორპედოს ფან-კლუბის წევრებისთვის ადგილები ჩრდილოეთ ტრიბუნის მეორე იარუსის მე-18 სექტორზე იქნება გამოყოფილი. ჩვენი გუნდის ოფიციალური ფან-კლუბის გლადიატორების წევრები სამხრეთ ტრიბუნის პირველი იარუსის მე-17 სექტორში განთავსდებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024