• Geo
  • Eng
29.07.2015
ახალგაზრდა დინამოელები რურის თასზე გაემგზავრნენ

დღეს დინამო თბილისის 19 წლამდელთა გუნდი თამაზ სამხარაძის ხელმძღვანელობით გერმანიაში გაემგზავრა. ახალგაზრდა დინამოელები ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე რურის თასი 2015 მიიღებენ მონაწილეობას. შარშან დინამოელებმა ჩემპიონობა არავის დაუთმეს და პირველი ადგილისთვის განკუთვნილი თასი თბილისში ჩამოიტანეს. წელს დინამოელებს საკამოდ სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევთ. პირველი მატჩს ჩვენს გუნდი დორტმუნდის ბორუსიასთან გამართავს, დინამოელთა მეორე მეტოქე ბარსელონა იქნება. ჯგუფში ასევე დავუპირისპირდებით პორტუ ალეგრის ინტერნასიონალს და გერმანულ ბოხუმს. მატჩები 30 ივლისს დაიწყება.

დინამოელები 18 ფეხბურთელით გაემგზავრნენ დორტმუნდში და სასტუმრო Steigenberger Hotel Dortmund- ში დაბინავდნენ: გიორგი კულუა, ვახტანგ კაპანაძე, ლუკა გუგეშაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, ზურაბ ჯაფიაშვილი, ნიკოლოზ ყურშავიშვილი, საბა კვერნაძე, გიორგი ვეკუა, ოთარ კობახიძე, დავით კობოური, ნიკოლოზ ბაშალეიშვილი, მიხეილ ბაშალეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, გიორგი ზარია, ბექა მიქელთაძე, ლაშა ხატიაშვილი, ანდრო ნემსაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024