• Geo
  • Eng
18.06.2015
დავით ყიფიანი - 64

დღეს დინამოს ლეგენდარული ათიანის– დავით ყიფიანის დაბადების დღეა. დავით ყიფიანმა დინამო თბილისში 1971-1982 წლებში იასპარეზა. 351 ჩატარებულ შეხვედრაში, 126- ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. იყო სსრკ- ს ჩემპიონი, ბროლის თასის ორგზის მფლობელი, ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, სსრკ- ს საუკეთესო ფეხბურთელი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული, ითამაშა ევროპის ნაკრების შემადგენლობაში. დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელის რანგში, მოპოვებული აქვს ჩემპიონის 6 ტიტული, 3 თასი და 2 სუპერთასი. დღეს ჩვენი კლუბის ლეგენდა 64 წლის გახდებოდა.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024