• Geo
  • Eng
04.11.2011
ვიტ ჯორჯია vs დინამო – ურთიერთშეხვედრები

კვირას 6 ნოემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მეცამეტე ტურში დინამო თბილისი მცხეთა პარკზე, ვიტ ჯორჯიას ესტუმრება. ამ გუნდებს შორის ჩატარებული შეხვედრები ყოველთვის გამოირჩევა დაძაბულობით და პრინციპულობით, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს.  44 ჩატარებულ შეხვედრაში თექვსმეტი მატჩი მოიგო დინამომ, თერთმეტჯერ იმარჯვა ვიტ ჯორჯიამ და ჩვიდმეტი თამაში საყაიმო ანგარიშით დასრულდა. ბურთების ბალანსი 50–36 დინამოს სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ ათ შემთხვევაში დაფიქსირდა უგოლო ფრე, ხოლო 1–0  კი, ყველაზე პოპულარული ანგარიშია. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ 2000 წლის 25 ნოემბერს იმარჯვა. მეთორმეტე ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურში ჩატარებული მატჩი ჩვენმა გუნდმა ოთხი უპასუხო ბურთით მოიგო. დიდი სხვაობით, კი დინამო 2001 წლის 17 ნოემბერს, მეცამეტე ჩემპიონატის მეთექვსმეტე სათამაშო დღეს საკუთარ სტადიონზე ანგარიშით 2–5 დამარცხდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020