• Geo
  • Eng
03.11.2011
მე- 700 შეხვედრა

საქართველოს ჩემპიონატის მეცამეტე ტურში, დინამო თბილისი მცხეთაში, ვიტ ჯორჯიასთან ჩაატარებს შეხვედრას. მატჩი მცხეთა პარკზე 14:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა დინამოსთვის, საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით გამართულ ტურნირებში საიუბილეო, მე- 700 იქნება. შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისი ერთადერთი გუნდია, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა არასოდეს დაუტოვებია.

ასევე გამოსარჩევი მოვლენა დაფიქსირდა 1999 წლის 7 ნოემბერს, მეთერთმეტე ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურში. ვიტ ჯორჯიასთან კალენდარულ შეხვედრაში, მიხეილ აშვეთიამ დინამოს მე- 1000 გოლი გაიტანა. ხსენებული შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4-1 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020