• Geo
  • Eng
12.11.2014
დინამო-2 ბეთლემთან სათამაშოდ ემზადება

ხვალ 14.00 საათზე, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მატჩი გაიმართება. დინამო-2 ჩემპიონატის მე- 14 ტურში ქედის ბეთლემს უმასპინძლებს. მალხაზ ჟვანიას შეგირდებს 13 ჩატარებული მატჩიდან 20 ქულა აქვთ დაგროვილი და მეხუთე ადგილზე იმყოფებიან, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პირველ-მეორე ადგილოსანთან 5 ქულაა სხვაობა. ბეთლემი 25 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, რაც ხვალინდელ შეხვედრას დამატებით ინტრიგას სძენს. დღეს დინამოს მეორე გუნდის ფეხბურთელებმა მორიგი წვრთნა გამართეს. დინამო TV ჩატარებული ვარჯიშის ვიდეო სიუჟეტს გთავაზობთ.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024