• Geo
  • Eng
07.11.2014
დუბლებმა ბათუმელები დაამარცხეს

დინამოს აკადემიის მოედანზე დუბლების ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა. თამაზ სამხარაძის გუნდმა ბათუმის დინამოს დუბლებს უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა მეტოქე. საკმაოდ საინტერესო შეხვედრის ბედი ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. ბათუმელმა ფეხბურთელებმა გახსნეს ანგარიში, ნემსაძემ კი გაათანაბრა 31- ე წუთზე. მანამდე კობახიძემ ვერ მოახერხა თერთმეტმეტრიანიდან გათანაბრება. პირველი ტაიმის ბოლოს კვერნაძემ ითამაშა ზუსტად და დააწინაურა მასპინძლები. მეორე ტაიმში ბათუმის დინამოს ფეხბურთელებმა პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრეს ანგარიში 2:2. შეხვედრის დამატებულ დროში კი შეცვლაზე შემოსულმა აკაკი კობახიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა 3:2 თბილისელთა სასარგებლოდ.

დინამო თბ 3:2 დინამო ბთ (დუბლები)

დინამო თბ (დუბლები): ისიანი, კაპანაძე, კირკიტაძე (ქანთარია 55), გადრანი, ყურშავიშვილი, ნემსაძე, ვეკუა, ჩიხლაძე (აშორტია 55), ო. კობახიძე (ლოჩოშვილი 93), კვერნაძე, ლილუაშვილი (ა. კობახიძე 93)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024