• Geo
  • Eng
06.11.2014
ეროვნულ ნაკრებში 5 დინამოელია გამოძახებული

14 ნოემბერს დინამო არენაზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩში მონაწილეობის მისაღებად დინამო თბილისიდან 5 ფეხბურთელია გამოძახებული. ომარ მიგინეიშვილი, გიორგი პაპავა, გიორგი პაპუნაშვილი, მათე ცინცაძე და ირაკლი ძარია სხვა ჯვაროსნებთან ერთად მოემზადებიან მნიშვნელოვანი დაპირისპირებისთვის, რომელიც 21.00 საათზე დაიწყება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024