• Geo
  • Eng
04.11.2014
დინამო თბ. vs დინამო ბთ. – ურთიერთშეხვედრები

ხუთშაბათს, 6 ნოემბერს დინამო თბილისი თავის არენაზე ბათუმელ სეხნიას დაუპირისპირდება. ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის შეხვედრა 17.00 საათზე დაიწყება. ორ დინამოს შორის ჩატარებული ყოველი მატჩი ტრადიციულად უკომპრომისო ბრძოლით და თავდადებული თამაშით აღინიშნება, მომავალი შეხვედრა კი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში 46– ე იქნება.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 45 მატჩიდან, 33-ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 7 შეხვედრა დასრულდა ფრედ, ხოლო 5 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 101/41 თბილისელთა სასარგებლოდ.

ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ– ექვსჯერ დაფიქსირდა ანგარიში 3:1 და 3:0. ხუთ–ხუთჯერ შეხვედრები 2:0 და 1:0 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. აჩის ჰეთ–თრიქს შოთის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5:3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოიემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0:3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით მტკვრისპირელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: კობახიძემ და აკირემმა დუბლებით, ხუციშვილმა, სპასოევიჩმა და ხმალაძემ კი თითო გოლით.

ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის, რომელიც 2 წლის წინ 11 ნოემბერს დინამო არენაზე გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით 5:3 დასრულდა. იმ შეხვედრაში ჯაბა დვალმა და ჩისკომ დუბლი შეასრულეს, ერთი გოლიც ლევან ხმალაძის ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024