• Geo
  • Eng
03.11.2014
ქუთაისში დუბლებმაც იმარჯვეს

დღეს ქუთაისში, ტორპედოს საწვრთნელი ბაზის მოედანზე დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის მატჩი გაიმართა. ტორპედოს სარეზერვო შემადგენლობამ დინამო თბილისის დუბლებს უმასპინძლა. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. თამაზ სამხარაძის შეგირდებმა არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად მხოლოდ ორჯერ შეძლეს მეტოქის დამწუხრება. 28- ე წუთზე ყურშავიშვილმა გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე გოლი მე- 40 წუთზე ოთარ კობახიძის ანგარიშზეა. მასპინძლებმა მატჩის მიწურულს მოახერხეს ერთი გოლის გატანა და საბოლოოდ შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. შემდეგ დაპირისპირებას დინამოს დუბლები 7 ნოემბერს ბათუმელ თანაკლუბელებთან გამართავენ.

ტორპედო დუბლები 1:2 დინამო დუბლები

დინამო დუბლები: ისიანი, კაპანაძე, ყურშავიშვილი, გადრანი, კირკიტაძე, ნემსაძე, ვეკუა, ჩიხლაძე (აშორტია 65), ო. კობახიძე (ქანთარია 72), კვერნაძე, ლილუაშვილი (ა. კობახიძე 67)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024