• Geo
  • Eng
24.10.2014
დინამო 6:1 სპარტაკი - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამომ ცხინვალის სპარტაკი 6:1 დაამარცხა, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე კახა კაჭარავა და კახი გოგიჩაიშვილი წარდგნენ.

 

კახა კაჭარავა: მოგესალმებით ყველას. რაც შეეხება თამაშს, დინამომ დამსახურებულად მოგვიგო და პრაქტიკულად ყველა კომპონენტში გვაჯობა. ფეხბურთელები უნდა დაფიქრდნენ თავიანთ თამაშზე, ბევრი გვაქვს სამუშაო. დინამოს ეტყობა წინსვლა, ეტყობა მწვრთნელის ხელი და ეს ანგარიშიდანაც ჩანს. წარმატებებს ვუსურვებ დინამოს.

კახი გოგიჩაიშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. სპარტაკი კარგი გუნდია და ლიდერებშია. ბიჭების განცწყობა თავიდანვე კარგი იყო. შემართულები გამოვიდნენ მინდორზე, შეასრულეს მითითებები და მე კმაყოფილი ვარ მათი ასპარეზობით. სპარტაკს მომავალში წარმატებებს ვუსურვებ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024