• Geo
  • Eng
11.10.2014
სპარინგი სიმურგთან

დღეს დინამო არენაზე ამხანაგური მატჩი ჩატარდა. სანაკრებო პაუზის პერიოდში დინამო ზაქათალის სიმურგს დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ თბილისელებმა შეხვედრაში გუნდის 5 ფეხბურთელი მოისაკლისეს. მიგინეიშვილი, პაპავა, ძარია, ცინცაძე და პაპუნაშვილი საქართველოს ნაკრებში არიან გამოძახებულნი.

მთელი მატჩის მანძილზე გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე დინამომ მრავალი საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში ჩვენს ფეხბურთელებს სიზუსტე აკლდათ. სპარინგის ბოლო წუთზე მეტოქემ კონტრშეტევაზე ითამაშა და შეხვედრის საბოლოო შედეგი 0:1დააფიქსირა.

დინამო 0:1 სიმურგი

გოლი: ბალაშლი 90’

დინამო: დაუშვილი, კაკაბაძე (მჭედლიშვილი 70), თოთაძე (გველესიანი 46), ჭანტურია (ჯიქია 66), საბანაძე, ხიზანიშვილი, პარუნაშვილი, ლობჟანიძე (ტარყაშვილი 80), ჩირგაძე (ზივზივაძე 59), ჩისკო (მესხი 74), შერგელაშვილი (საჯაია 46)

სიმურგი: კაპსა, ტრეშნაკი (ჰუსეინოვი 70), ეიუბოვი (მამედოვი 89), ჩერანი, გიოქდემირი, პოლიაკი, ახუნდოვი, ვაიცმანი, ლამბო, სტანიოევიჩი (ბალაშლი 72)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024