• Geo
  • Eng
06.09.2014
დინამო-2 გაგრას დაუზავდა

დღეს მუხრანში საქართველოს პირველი ლიგის მესამე ტურის მატჩი გაიმართა. სკ გაგრამ დინამოს მეორე გუნდს უმასპინძლა. თვალსასეირო და დაძაბული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. დაპირისპირების პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში მიილია. მეორე ტაიმში კი უპირატესობას მალხაზ ჟვანიას გუნდი დაეუფლა და არაერთი სახიფათო მომენტიც შექმნა მეტოქის კართან, თუმცა უშედეგოდ. ერთ მომენტში დინამოელთა კიპერმაც აჩვენა კარგი თამაში და კარი მშრალად შეინახა. საბოლოოდ ფრე 0:0. მეოთხე ტურის მატჩს დინამო-2  12 სექტემბერს ოზურგეთის მერცხალის წინააღმდეგ გამართავს.

გაგრა 0:0 დინამო-2

დინამო-2: ტყეშელაშვილი, ციცხვაია (მარაქველიძე 70), ჯ. ნოზაძე, ქაჯაია, სამხარაძე, ქიქავა, ლაშხია (მაკასარაშვილი 84), სარიშვილი (ლ. ნოზაძე 52), მათიაშვილი, სარჯველაძე, სამუშია (გოგოლიძე 73)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024