• Geo
  • Eng
05.09.2014
დინამოელები ახალგაზრდულ ნაკრებში

ჰოლანდიის ქალაქ დევენტერში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრა გაიმართა. დე ადელაარშორსტის სტადიონზე ჰოლანდიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა საქართველოს ახალგაზრდულ კრებულს უმასპინძლა. ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა შესარჩევის ბოლო შეხვედრაში მასპინძლები 1:0 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში დიინამოელთაგან იასპარეზეს კაკაბაძემ, ცინცაძემ და პაპავამ. შეცვლაზე შევიდნენ პაპუნაშვილი და ჭანტურია. გოლი ჰოლანდიელთა კარში პაპუნაშვილის აქტიურობას მოჰყვა, რომელის დარტყმულიც საბოლოოდ ჯიღაურს მიუვიდა და ამ უკანასკნელმაც ზუსტად გამოიყენა თავისი შანსი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024