• Geo
  • Eng
04.09.2014
დინამომ სიონთან ისპარინგა

სანაკრებო პაუზის დროს დინამოელებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მეორე სპარინგი გამართეს. დღეს ჩვენი გუნდის მეტოქე ბოლნისის სიონი გახლდათ. შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა. დინამოელთაგან სტანდარტიდან ზუსტად ცხრიანში დარტყმით ჯერ ლაშა თოთაძემ გაიტანა, შემდეგ კი ჯანელიძე-ჩისკო-ჩირგაძის კომბინაცია ამ უკანასკნელმა დააგვირგვინა შედეგიანი დარტყმით, მესამე გოლი ჯიქიას ანგარიშზეა. სიონმა ორი ბურთი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა, მესამე კი არბიტრის მიერ დამატებულ წუთებში. ჩვენს გუნდს ის ფეხბურთელები აკლდნენ ვინც პირველ და ახალგაზრდულ ნაკრებში არიან მიწვეულნი.

დინამოს შემადგენლობა ასეთი გახლდათ: დაუშვილი, მჭედლიშვილი, თოთაძე, გველესიანი, საჯაია, სარიშვილი, ჯანელიძე, ლობჟანიძე, ჩირგაძე, ჩისკო, საბანაძე

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: კულუა, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი, კაპანაძე, შერგელაშვილი, ქიქავა, მესხი, ჯიქია, ვეკუა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024