• Geo
  • Eng
19.10.2011
ალექსანდრე კოშკაძე - ჩვენი მთავარი პრობლემა პირველი წუთებია

მეტალურგთან განცდილი მარცხის შემდეგ, დინამოელებს შაბათს, 22 ოქტომბერს ზუგდიდში ბაისთან მნიშვნელოვანი მატჩი ელით. დინამოს ვებ-გვერდმა ჩვენი გუნდის კაპიტანს მოახლოებული მატჩის წინ კომენტარის გაკეთება სთხოვა.

ალექსანდრე კოშკაძე - ყველამ ვიცით, რომ წარუმატებელი ასპარეზობა ჩვენი ბრალია. ჩვენი მთავარი პრობლემა პირველი ათი წუთია. თავიდანვე გოლს ვუშვებთ და მდევრის როლში ყოფნა ძალიან რთულია. სამწუხაროდ გოლის გატანას მეტოქე  გვასწრებს.  ზუგდიდში ყოველთვის დაძაბული თამაშია.  მეტოქე არასდროს არაფერს არ თმობს.   არც ჩვენ ვაპირებთ არაფრის დათმობას.   ბოლო შეხვედრებში ამ სტადიონიდან გამარჯვებულები დავბრუნდით.  მიმდინარე სეზონშიც  კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვეთ  ზუგდიდში, მართალია არა ბაიასთან, მაგრამ მაინც... დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებთ. იმედია  სადებიუტო წუთებიდანვე გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ მოხდება. თუ შევძლებთ  მწვრთნელის დავალებების შესრულებას  აუცილებლად შევძლებთ გამარჯვების მოპოვებას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024