• Geo
  • Eng
26.08.2014
დინამოს მეორე გუნდმა ფრედ ითამაშა

დღეს წალენჯიხაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველი ტურის მატჩი გაიმართა. ადგილობრივმა სქურმა დინამო თბილისის მეორე გუნდს უმასპინძლა. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

მალხაზ ჟვანიას გუნდმა აქტიურად წარმართა მთელი მატჩი, თუმცა რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში კი მასპინძლებმა გახსნეს ანგარიში და სქური დაწინაურდა 1:0. საბოლოოდ მე- 80 წუთზე გიორგი სარჯველაძემ მოახერხა გოლის გატანა და მატჩიც ფრედ 1:1 დასრულდა.

სქური 1:1 დინამო-2

დინამო-2: ტყეშელაშვილი, ციცხვაია (ნოზაძე 85), ჯაფიაშვილი, ქაჯაია, სამხარაძე (მარაქველიძე 85), ქიქავა, სამუშია (მაკასარაშვილი 75), სარიშვილი, მათიაშვილი, სარჯველაძე, გოგოლიძე (ლაშხია 60)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024