• Geo
  • Eng
18.10.2011
საქართველოს ჩემპიონატების რეკორდსმენი

საქართველოს ჩემპიონატების რეკორდსმენი
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე რევაზ ნაჭყეპია,  დღეს თბილისის დინამოს აკადემიაში მეკარეების მწვრთნელი გახლავთ. რევაზ ნაჭყეპიას საქართველოს ოც ეროვნულ ჩემპიონატში აქვს მონაწილეობა მიღებული და იგი ამ მაჩვენებლით დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის რეკორდსმენიც გახლავთ. 
საქართველოს თასის გათამაშების ორგზის გამარჯვებული,  უმაღლეს ლიგაში ჩატარებული 165 შეხვედრით იწონებს თავს.
ფეხბურთის თამაში 1982 წელს 35–ე საფეხბურთო სკოლაში დაიწყო.  ფიზიკური კონდიციებით მეკარისთვის სასურველ სტანდარტში ვერ ჯდებოდა და მწვრთნელები მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ უთმობდნენ. 1983 წელს კი იგი ნორჩ დინამოელში გადავიდა და ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე 7 წელი სწორედ ამ გუნდის რიგებში გაატარა. ნორჩ დინამოელში თამაშისას ჩემპიონობასაც პირველად გაუგო გემო. ჯერ იყო და თბილისის სიჭაბუკის თასის გამარჯვებუი გახდა,   შემდეგ კი საქართველოს სიჭაბუკის თასიც მოიგო. მოგვიანებით კი 1972–73 წლებში დაბადებულ ფეხბურთელთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატში მი აღწია  წარმატებას.  ნორჩ დინამოელში თამაშისას საბჭოთა კავშირის სიჭაბუკის თასის გათამაშებაზეც გამოდიოდა და საპატიო მესამე ადგილიც დაიკავა.   მისთვსის ყველაზე  დასამახსოვრებელი  2006 და 2007 წელი გახლდათ, როდესაც ამერთან ერთად ზედიზედ ორჯერ მოიპოვა საქართველოს თასი.  2006-07 წლების სეზონიდან მოყოლებული ამერში მოთამაშე მწვრთნელის რანგში მუშაობდა. 2010 წლიდან კი იგი თბილისის დინამოს აკადემიაში მუშაობს.   
რევაზ  ნაჭყეპია: მას შემდეგ რაც დინამოში დავიწყე მუშაობა, ჩემი, როგორც მწვრთნელის მიზანი  ერთი რამ გახლავთ – სწორად აღვზარდო მეკარე... მინდა ჩემი აღზრდილები პირველ რიგში დინამოს, მომავალში კი საქართველოს ნაკრებს გამოადგნენ და მეტოქე გუნდის ფეხბურთელთათვის შეუვალ ციხე–სიმაგრეებად იქცნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024