• Geo
  • Eng
24.08.2014
ზესტაფონში დინამოს დუბლებმაც 3:2 იმარჯვეს

დინამო თბილისის სარეზერვო შემადგენლობა დღეს სკ ზესტაფონის მოსამზადებელი ბაზის მოედანზე, ადგილობრივი გუნდის დუბლებს დაუპირისპირდა. დუბლების ჩემპიონატის მესამე ტურში თამაზ სამხარაძის გუნდმა 3:2 აჯობა მასპინძლებს.

ანგარიში შეხვედრის მე- 20 წუთზე მესხმა გახსნა. 38- ე წუთზე ზივზივაძემ ორამდე გაზარდა თბილისელთა უპირატესობა- 0:2. პირველი ნახევარი ამ ანგარიშითვე დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში კი მასპინძლებმა ორივე ბურთი გაქვითეს. მიქელთაძემ 48- ე და 53- ე წუთებზე ორჯერ გაუტანა სტუმრებს. დინამოელებს არაერთი საგოლე სიტუაცია შეექმნათ, თუმცა საბოლოო დარტყმას სიზუსტე აკლდებოდა. 84- ე წუთზე კი დინამოელთა შეტევა საბოლოოდ ზესტაფონის კარის აღებით დასრულდა. ავტოგოლი მოსიძის ანგარიშზეა. შეხვედრაში თბილისელებმა 3:2 იმარჯვეს.

ზესტაფონის დუბლები 2:3 დინამოს დუბლები

დინამო: კულუა, კაკაბაძე, კაციტაძე, გადრანი, კაპანაძე, ნემსაძე, მესხი (ჩიხლაძე 69), ვეკუა, ო. კობახიძე (ლაშხია 78), ჯიქია (კვერნაძე 69), ზივზივაძე (აშორტია 85)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024