• Geo
  • Eng
23.08.2014
ზესტაფონი 2:3 დინამო - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამომ ზესტაფონი 3:2 დაამარცხა, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე გურამ ასპინძელაშვილი და კახი გოგიჩაიშვილი წარდგნენ.

კახი გოგიჩაიშვილი: ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩი შედგა. როცა ეს ორი გუნდი თამაშობს, ინტრიგა არ აკლია მატჩებს. ორი ახალგაზრდა გუნდის შესრულებით მაყურებელმა კარგი თამაში იხილა. მადლობა ბიჭებს, რომლებმაც ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს და შემოატრიალეს მატჩი. ასევე მადლობა ჩვენს გულშემატკივარს. ზესტაფონს წარმატებებს ვუსურვებ მომავალში.

გურამ ასპინძელაშვილი: საინტერესო მატჩი გამოდგა. ესეთი შეხვედრები ეროვნულ ჩემპიონატს ამშვებენ. სანახაობრივადაც მაყურებელი კმაყოფილი დარჩებოდა. ვულოცავ დინამოს. ამ შეხვედრაში ნებისმიერი შედეგი ლოგიკური იქნებოდა, უბრალოდ დინამომ მეტი მოინდომა და წარმატებას მიაღწია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024