• Geo
  • Eng
23.08.2014
გამარჯვება ზესტაფონში

დღეს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს XXVI ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს სკ ზესტაფონი და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ. საკმაოდ ლამაზი, დაძაბული და საინტერესო მატჩი დინამოს გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

შეხვედრა ორივე გუნდმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო. უკვე მეხუთე წუთზე მიხეილ სარდალიშვილმა ისარგებლა მცველების შეცდომით და გახსნა ანგარიში. ერთ წუთში გიორგი პაპუნაშვილმა შორი და ზუსტი დარტყმით აღადგინა წონასწორობა- 1:1. გატანილი გოლების შემდეგ გუნდებმა კიდევ გაცვალეს თითო სახიფათო მომენტი. 23- ე წუთზე გიორგი ჭანკოტაძის დარტყმული კარის ძელმა მოიგერია. პირველი ტაიმის შუაწელში მატჩის რიტმი ოდნავ დაეცა და პირველი ნახევარიც ფრედ დასრულდა. მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და 52- ე წუთზე ჯაბა დვალმა გაიტანა- 2:1. 58- ე წუთზე დინამოში ნიკოლოზ საბანაძის დებიუტი შედგა, რომელიც მოედანზე გიორგი ჯანელიძის მაგივრად შევიდა. რამდენიმე წუთში შეეძლო ნიკას თავის გამოჩენა, თუმცა მისი დარტყმული ზემოდან გადასცდა მეტოქის კარს. მატჩის 70- ე წუთზე ჯერ საბანაძეს და შემდეგ პაპუნაშვილს შეექმნათ კარგი მომენტები, თუმცა უშედეგოდ. 77- ე წუთზე პაპუნაშვილმა ერთი-ერთზე გაიყვანა საბანაძე, მაგრამ ამ უკანასკნელს პავლოვიჩმა აჯობა. 85- ე წუთი და საბა ლობჟანიძის პასით, ირაკლი ძარიამ გაქვითა ანგარიში- 2:2. სამიოდე წუთში ირაკლიმ დუბლი შეასრულა და დინამო წინ გაიყვანა. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა და კახი გოგიჩაიშვილის გუნდმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ზესტაფონი 2:3  დინამო

გოლი: 1:0 სარდალიშვილი 5’  1:1 პაპუნაშვილი 6’  2:1 დვალი 52’  2:2 ძარია 85’  2:3 ძარია 88’ 

გაფრთხილება: გვალია 38’  პაპუნაშვილი 39’  თოთაძე 54’  ცინცაძე 77’  თე. გრიგალაშვილი 90’ 

ზესტაფონი: პავლოვიჩი, თო. გრიგალაშვილი, თე. გრიგალაშვილი, რენე, გაგოშიძე (რობაქიძე 90), გვალია, შარიქაძე, ჭანტურიშვილი (კაპანაძე 84), ჭანკოტაძე (ფანცულაია 73), სარდალიშვილი, დვალი

დინამო: მიგინეიშვილი, გველესიანი, თოთაძე, შერგელაშვილი, პაპავა, ცინცაძე, ძარია, პარუნაშვილი (ჩირგაძე 63), პაპუნაშვილი, ჯანელიძე (საბანაძე 58), ჩისკო (ლობჟანიძე 78)

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024